{header}
მთავარი სერვისები ჩვენ შესახებ ბლოგი დაგვირეკეთ
+995 555 551 551 WhatsApp მესიჯი
წყლის ჟონვის #1 დიაგნოსტიკა

ვპოულობთ წყლის ჟონვას კედლის დანგრევის გარეშე

თერმოვიზიური კამერა, აკუსტიკური სენსორები და ტენიანობის ზუსტი გაზომვა — ვადგენთ გაჟონვის ზუსტ წერტილს რამდენიმე საათში, ჭრა-ჭყლეტის გარეშე.

10+წლიანი გამოცდილება
5000+აღმოჩენილი გაჟონვა
98%ზუსტი დიაგნოზი
სკანირება მიმდინარეობს თერმოვიზია · IR
LEAK · 38.4°C · ZONE B2
0.4mსიღრმე
+12°Cტემპ. სხვაობა
96%ტენიანობა
დანგრევის გარეშეზუსტი ლოკაცია
2–4 საათშისწრაფი შედეგი
თანამედროვე აღჭურვილობა
გარანტირებული შედეგი
24/7 გამოძახება
სერტიფიცირებული ექსპერტები
ჩვენი სერვისები

სრული წყლის დიაგნოსტიკა

ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს გაჟონვის წყაროს ზუსტად დასადგენად — ზედმეტი ხარჯისა და დანგრევის გარეშე.

ყველა სერვისი

აკუსტიკური აპარატი

აკუსტიკური აპარატით ფარული წყლის ჟონვის პროფესიონალური აღმოჩენა. Gajonva.Ge იყენებს უახლეს გერმანულ ტექნოლოგიას ცივი, ცხელი და გათბობის მილების დიაგნოსტიკისთვის.

გაიგე მეტი

თერმული კამერა

თერმული კამერით ფარული გაჟონვისა და გათბობის სისტემების პროფესიონალური დიაგნოსტიკა. Gajonva.Ge იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ზუსტი შედეგისთვის.

გაიგე მეტი

ვიდეო ინსპექტირება

კანალიზაციის მილების ვიდეო ინსპექტირება თანამედროვე კამერებით. Gajonva.Ge ზუსტად ადგენს გაბიდვნას, დაზიანებას და მილში დაკარგული ნივთების ადგილმდებარეობას.

გაიგე მეტი

საპრესი აპარატი

საპრესი აპარატით წყლის მილების პროფესიონალური ტესტირება და გაჟონვის აღმოჩენა. Gajonva.Ge ამოწმებს მილების გამძლეობასა და წნევის მდგრადობას თანამედროვე აპარატურით.

გაიგე მეტი

შახტის შემოწმება

შახტის პროფესიონალური შემოწმება და წყლის გაჟონვის დიაგნოსტიკა მრავალსართულიან კორპუსებში. Gajonva.Ge ზუსტად ადგენს დაზიანების წყაროს თანამედროვე ტექნოლოგიებით.

გაიგე მეტი

შეკეთება

სანტექნიკური მილების პროფესიონალური შეკეთება, შედუღება და გაჟონვის აღმოფხვრა. Gajonva.Ge გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და უსაფრთხო სერვისს თანამედროვე ტექნოლოგიებით.

გაიგე მეტი
როგორ ვმუშაობთ

4 მარტივი ნაბიჯი შედეგამდე

გამოძახებიდან ტექნიკურ დასკვნამდე — გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი.

ნაბიჯი 01

გამოძახება

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ით. ვაზუსტებთ პრობლემას და ვთანხმდებით ვიზიტის დროზე.

ნაბიჯი 02

დიაგნოსტიკა

ვახდენთ ობიექტის სკანირებას თერმოვიზიითა და აკუსტიკით — დანგრევის გარეშე.

ნაბიჯი 03

წყაროს დადგენა

ვადგენთ გაჟონვის ზუსტ წერტილსა და სიღრმეს, ვნიშნავთ ადგილს რემონტისთვის.

ნაბიჯი 04

დასკვნა

გადმოგცემთ დეტალურ ანგარიშს ფოტოებითა და რეკომენდაციებით.

2–4სთსაშუალო დიაგნოსტიკის დრო
ჩვენ შესახებ

ექსპერტები, რომლებსაც ენდობა ათასობით ოჯახი

10 წელზე მეტია ვსპეციალიზდებით წყლის ჟონვის დიაგნოსტიკაში. ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე, სერტიფიცირებულ აღჭურვილობას და ვადგენთ პრობლემის წყაროს ზედმეტი დანგრევისა და ხარჯის გარეშე.

დანგრევის გარეშეთქვენი კედლები და იატაკი ხელუხლებელი რჩება
ზუსტი დიაგნოზი98%-იანი სიზუსტით ვადგენთ წყაროს
გამჭვირვალე ფასიფიქსირებული ტარიფი, ფარული გადასახადების გარეშე
სწრაფი გამოხმაურება24/7 ვემსახურებით, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ
ბლოგი

სასარგებლო რჩევები და სიახლეები

გაიგეთ მეტი წყლის ჟონვის პრევენციისა და ნიშნების შესახებ.

ყველა სტატია
დაგვირეკეთ

სახლში წყლის ჟონვა გაქვთ? დაგვირეკეთ და მოვალთ დღესვე

ჩვენი ექსპერტი ადგილზე მოვა და ზუსტ დიაგნოზს დაგისმევთ — დანგრევისა და ზედმეტი ხარჯის გარეშე.

დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს
+995 555 551 551
ორშაბათი–კვირა · 24/7 გამოძახება
help ხშირად დასმული კითხვები

რაც ყველაზე ხშირად აინტერესებთ

პასუხები თქვენს მთავარ კითხვებზე ჩვენი სერვისების, ფასებისა და სამუშაო პროცესის შესახებ.

1. რა ღირს წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა? expand_more
ჩვენი მომსახურების ფასი იწყება 150 ლარიდან. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე და გამოსაყენებელი ევროპული აპარატურის საჭიროებაზე. დაწყებამდე ზუსტ ფასს წინასწარ გითანხმებთ.
2. კედლის ან იატაკის დანგრევა დაგჭირდებათ? expand_more
არა, ჩვენი უმთავრესი უპირატესობა სწორედ ეგ არის! ვიყენებთ თერმოვიზიურ და აკუსტიკურ აპარატურას, რაც გვაძლევს საშუალებას დანგრევის გარეშე, მილიმეტრების სიზუსტით ვიპოვოთ ჟონვის წყარო.
3. რამდენ ხანში მოდიხართ გამოძახებაზე? expand_more
თბილისის მასშტაბით ვცდილობთ დაგიკავშირდეთ და მოვიდეთ უმოკლეს დროში. ვმუშაობთ ყოველდღე (ორშაბათი-კვირა), 10:00-დან 19:00 საათამდე.
4. როგორი აპარატურით მუშაობთ? expand_more
ჩვენი გუნდი აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნიკით: ინფრაწითელი თერმო-კამერებით, მაღალი მგრძნობელობის აკუსტიკური სენსორებითა და ენდოსკოპიური კამერებით.
5. იძლევით თუ არა გარანტიას დიაგნოზზე? expand_more
დიახ, ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება და ულტრათანამედროვე აპარატურა განაპირობებს 100%-იან სიზუსტეს. თუ პრობლემა არსებობს, ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით.
6. თუ წყალი მეზობლიდან ჩამოდის, შეძლებთ დადგენას? expand_more
რა თქმა უნდა. ხშირად მიზეზი სწორედ ზედა ან გვერდითა ბინიდან მოდის. სპეციალური ტენიანობის მზომებით ზუსტად ვადგენთ საიდან იწყება სისველე.
7. საშუალოდ რამდენი დრო სჭირდება შემოწმებას? expand_more
საშუალო სირთულის ობიექტზე დიაგნოსტიკას 1-დან 3 საათამდე სჭირდება, პრობლემის მასშტაბიდან და ლოკაციიდან გამომდინარე.
8. თბილისის გარეთ თუ გადიხართ? expand_more
ამ ეტაპზე ძირითადად ვემსახურებით თბილისს და მის შემოგარენს. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია გასვლა.
9. შეკეთებასაც თქვენ უზრუნველყოფთ? expand_more
ჩვენი მთავარი პროფილი დიაგნოსტიკაა. ჩვენ ვპოულობთ და ვნიშნავთ გაჟონვის ადგილს. შეკეთებაზე შეგვიძლია მოგცეთ საუკეთესო რეკომენდაცია ან დაგაკავშიროთ პარტნიორ სანტექნიკოსებთან.
10. გადახდის რა მეთოდები გაქვთ? expand_more
ანგარიშსწორება ხდება სამუშაოს დასრულების შემდეგ. შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო გადმორიცხვით.
star რას ამბობენ ჩვენზე

მომხმარებელთა შეფასებები

წაიკითხეთ რეალური ადამიანების გამოცდილება, რომლებმაც უკვე ისარგებლეს gajonva.ge-ს მომსახურებით.

starstarstarstarstar
"ძალიან კმაყოფილი ვარ. მეზობელს წყალი ჩასდიოდა და 1 საათში იპოვეს წერტილი ნგრევის გარეშე. საოცარი აპარატურა აქვთ."

გიორგი მ.

თბილისი
starstarstarstarstar
"10 წლიანი გამოცდილება ნამდვილად ეტყობათ. ზუსტად ერთი ფილა ამოვიღეთ და იქ იყო პრობლემა."

ნინო კ.

დიდი დიღომი
starstarstarstarstar
"მეგონა მთელი სააბაზანო უნდა დამენგრია, მაგრამ ამ ბიჭებმა გადამარჩინეს დიდ ხარჯებს. მადლობა რომან!"

დავით ც.

საბურთალო
starstarstarstarstar
"სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება. თერმოვიზორით წამებში დაინახეს საიდან მოდიოდა სისველე."

მაკა რ.

გლდანი
starstarstarstarstar
"150 ლარად ისეთი საქმე გამიკეთეს, რაშიც ხელოსნები 1000 ლარს მთხოვდნენ იატაკის აყრაში. უღრმესი მადლობა."

ირაკლი ჯ.

ვაკე
starstarstarstarstar_half
"დამირეკეს წინასწარ, მოვიდნენ დროულად და ყველაფერი დეტალურად ამიხსნეს. ძალიან კმაყოფილი ვარ!"

სოფო თ.

ვარკეთილი
starstarstarstarstar
"ევროპული აპარატურა მართლა სასწაულებს ახდენს. ეკრანზე მაჩვენეს მიწისქვეშა მილის დაზიანება."

თორნიკე ვ.

ბაგები
starstarstarstarstar
"ძალიან სუფთად მუშაობენ. მოვიდნენ ბახილებით, შეამოწმეს სისტემა და არანაირი ჭუჭყი არ დაუტოვებიათ."

ელენე ბ.

მთაწმინდა
starstarstarstarstar
"კვირა დღეს დამჭირდა მათი დახმარება და უპრობლემოდ მოვიდნენ. საუკეთესო სერვისი თბილისში!"

სანდრო დ.

ნაძალადევი
მოგვწერეთ WhatsApp-ით +995 555 551 551